logo
ENG



"მსოფლიო გვიყურებს, დავდგეთ უკრაინასთან" - ლონდონში კიევის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

27 იან 202219:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/byrohknkqk7ilfm.jpg

დღეს, 28 იანვარს ლონდონში ათობით საერთაშორისო სტუდენტი, პროფესორი და აქტივისტი უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბა. მათი შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინაში არსებული სიტუაციისადმი ყურადღების გამახვილება იყო. 

"ახლა მსოფლიოს ბედი უკრაინაში წყდება. ეს არის ბრძოლა თანამედროვე ეპოქის საბჭოთა რუსეთთან. ჩვენს სიახლეეების გვერდზე ვხედავთ ათასობით უკრაინელი ქალის და კაცის შეკრების ფოტოებს, რომლებიც თავიანთი მიწის რუსეთისგან დასაცავად იკრიბებიან.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად უმცირესი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ წავიდეთ უკრაინის საელჩოსთან ლონდონში და მსოფლიოს ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოთ. ზოგჯერ ვფიქრობ, მოხდა თუ არა მსგავსი რამ სხვა ევროპულ ქვეყანაში, ან ინგლისში. ჩვენ იგივე ნავში ვართ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა. მე მინდა ვუთხრა, ყველა მამაც უკრაინელს, იგივე სიტყვები, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა გვითხრა ჩვენ, როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო 2008–ში "თქვენ არასდროს იქნებით მარტო", - ამბობს ქართველი სტუდენტი ხათო გოგუაძე.

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 

გარდა ამისა, უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა უკრაინას გერმანიამკანადამ და ბალტიის პირეთის სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს, რაშიც მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემაც შედის. 


close დახურვა